Сообщения

Сообщения за март, 2019

მეექვსე დღე

ტრენინგის დღევანდელი დღეც იყო ძალიან ნაყოფიერი. ბოლომდე გავერკვიეთ სლაიდშოუს დამზადების ტექნიკებში, თუ სად რა უნდა ეწეროს და როგორ. ჩემთვის სიახლე იყო დიაგრამების ჩასმა.  შევიტანეთ ახალი და დავაკორექტირეთ ძველი მასალა პროექტის გეგმაში. შევიმუშავეთ შეფასების რუბრიკები. მივიღეთ საკმაოდ ვრცელი საშინაო დავალება (ბუკლეტი, სლაიდშოუ, პროექტის გეგმა). მიუხედავად მოცულობისა, ვფიქრობ, მისი შესრულება არ გაუჭირდება ტრენინგის არც ერთ მონაწილეს ასეთი ზუსტი და ლაკონური ინსტრუქციები დაურთო მას ტრენერმა. 

მეხუთე დღე

ძალიან საინტერესო და შინაარსიანი დღე გვქონდა დღეს. გავეცანით ისეთ საჭირბოროტო თემას როგორის არის საავტორო უფლებების დაცვა.  მეორე საკითხი ეხებოდა სლაიდშოუს შექმნას ჩვენი ამორჩეული თემის შესახებ, რომელიც უნდა შექმნან მოსწავლეები პროექტის ბოლოს.  ასე გასაგებად და მარტივად ეს თემა ჯერ არავის არ აუხსნია ჩემთვის. 

მეოთხე დრე

დღევანდელი დღე ძალიან მნივნელოვანი იყო ჩემთვის. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ შეფასება ჩემი სუსტი მხარე იყო. ახლა გავერკვიე ყველაფერში და აწი არ გამიჭირდება ამი გაკეტება.

მესამე დღე

დღევანდელი დღით ძალიან კმაყოფილი ვარ. ტრენინგზე იყო სამუშაო ატმოსფერო, ტრენერი გულისყურით უსმენდა ტრენინგისყველა მონაწილეს და აძლევდაკონკრეტულ მითითებებს. ამ გარემოში ვერც შევამჩნიე, როგორ გავიდა ტრენინგისთვის განკუთვნილი დრო

მეორე დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე იყო შინაარსიანი. ბევრი რამ  გავიხსენეთ და ვისწავლეთ. 

პერველი დღის რეფლექსია

ვფიქრობ, რომ დღევანდელი დრე საკმაოდ შინაარსიანი იყო. გავეცანი პროექტებით სწავლების ძირითად საკითხებს.  დავიწყე პერტფოიოს შექმნა და ფიქრი იმაზე თუ რაზე გავაკეთო პროექტი. შევქმენი ახალი ბლოგი. ინფორმაცია გასაგებად და მარტივად იყო მოწოდებული.