Сообщения

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ელენა ლინნიკ Publish at Calameo

მეცხრე დღის რეფლექსია

დრეს ვისწავლეთ დრაივში რედაქტირება და ბლოგზე დრაივიდან მასალის გაზიარება. წარვადგინეთ ჩვენი პროექტები და შევაფასედ ერთმანეთის ნამუშევრები კომენტარების სახით ბლოგებზე. გავეცანით ვიდეოინსტრუქციების პორტალს. ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების შექმნა-დამატება. ძალიან ქმაყოფილი ვარ ამ ტრენინგით, მისი ფორმატით და ტრენერით. ისეთი საინტერესო და ინფორმაციულად ბევრის მომცემი იყო, რომ ვერც შევამჩნიე როგორ გავიდა ეს 9 დღე. დიდი მადლობა!

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავად გახსენით ბმული

მერვე დღე

დღევანდელი დღე დავიწყეთ სასწავლო გეგმოს საბოლოო რედაქტირებით. ვისწავლეთ ელქტრონული კითხვარის შექმნა, გამოქვეყნება, გამოკითხვის შედეგების ნახვა. ძალიან სახალისო, შედეგიანი და საინტერესო დღე იყო.

პროექტის კითხვარი

კითხვარის სანახავად გახსენით ბმული

მეშვიდე დღე

მეშვიდე დღეც ძლიან ნაყოფიერი იყო. განვიხილეთ თითოეული ადამიანის ინდივიდუალურობა ინფორმაციის აღქმის სტილის მიხედვით ,ინტელექტის მრავალმხრიობის გამო, მარჯვენა-მარცხენა ჰემოსფეროების განვითარების გავლენის გამო. ეს ის ინფორმაციაა, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს პედაგოგმა გაკვეთილის თუ პროექტის დაგეგმის დროს. ვისაუბრეთ თვითშეფასების ისეთ ინსტრუმენტზე, როგორიცაა "ჩემი ჯურნალი" მოსწავლეთა მხარდასაჭერად შევქმენით სლაიდ-შოუს შაბლონი. ვისწავლეთ ბლოგზე ვიდეოების დამატება და დიზაინის შეცვლა.

ჯანსაღი საზნე

Изображение